თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

2
თუ ტექნოლოგიების შესწავლა უფრო სიღრმისეულად გაინტერესებს, ან ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას ფიქრობ – თიბისი კამპუსი სწორედ ის ადგილია, სადაც საკუთარ იდეებს რეალურ პროექტებად აქცევ და კარიერული განვითარების შემდეგ საფეხურზე გადახვალ.
თიბისი კამპუსი ახალი საგანმანათლებლო ნაკადით ბრუნდება და 18-24 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
თიბისი კამპუსი მონაწილეებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას ონლაინ დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს, გაიღრმაონ ცოდნა, განივითარონ პრაქტიკული უნარები და შექმნან საკუთარი კარიერული გზა.
კამპუსის წლევანდელი სიახლეა, რომ სასწავლო პროგრამა ოთხ დამოუკიდებელ მოდულს აერთიანებს, მათ შორისაა ახალი კურსი – ტექნოლოგიებისა და Data, რომელზეც რეგისტრაცია უკვე ღიაა და 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ტექნოლოგიები & Data-ს მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, როგორ მუშაობს ტექნოლოგიური პროდუქტები და შეისწავლიან მონაცემთა დამუშავებას. გაეცანი კურსებს და შეარჩიე სასურველი:
მონაცემთა ანალიზი
ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
IT ბიზნეს ანალიზი
SQL-ი, როგორც მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.
თიბისი კამპუსის პროგრამის განსაკუთრებული უპირატესობა პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტაციაა. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ამოცანებზე და პროფესიონალი ლექტორების მხარდაჭერით შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების – სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში – თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები – მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად