თეირანი: ისრაელის დარტყმებს ირანზე “შედეგები” მოჰყვება

თეირანი გამოდის გაფრთხილებით, რომ ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის ირანის სამხედრო ობიექტებზე შეტევებისთვის.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალმა ჰოსეინ სალამიმ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელს “მწარედ მიეზღვება” ირანის ტერიტორიაზე ორი დღის წინ მიტანილი საჰაერო იერიშებისთვის.
ასევე 28 ოქტომბერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ესმაელ ბაღაეიმ თქვა, რომ თეირანი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს ისრაელის თავდასხმაზე პასუხის გასაცემად.
ისრაელმა 26 ოქტომბერს განახორციელა დარტყმა ირანზე, რაც იყო პასუხი ირანის მხრიდან ისრაელზე 1 ოქტომბერს მიტანილ სარაკეტო იერიშზე, რომელიც, თავის მხრივ, ასევე საპასუხო იერიში იყო IRGC-ის მეთაურის მკვლელობის გამო.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთსაპასუხო დარტყმებმა გააძლიერა კონფლიქტის ესკალაციისა და მისი სრულმასშტაბიან ომად გადაქცევის შიშები.
27 ოქტომბერს ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის მოქმედებას უწოდა “არასწორი გათვლა”, მაგრამ არ გამოსულა ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმის განხორციელების მოწოდებით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ