თბილისის სიმფონიური ორკესტრი მორიგი კონცერტისთვის ემზადება

ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და ანტონინ დვორჟაკის მე-9 სიმფონია ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის სცენაზე – თბილისის სიმფონიური ორკესტრი მორიგი კონცერტისთვის ემზადება. უკვდავ კომპოზიციებზე მაესტრო რევაზ ტაკიძე ორკესტრთან ერთად მუშაობს, კახიძის ცენტრში კი კონცერტისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
კონცერტზე მოსული მსმენელისთვის, დვორჟაკისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, სიმფონიური, ლონდონის იეჰუდი მენუხინის სახელობის მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ობოლაშვილიც დაუკრავს. ეს ხელოვანისთვის სადებიუტო გამოსვლა არ არის, თუმცა ის კახიძის ცენტრის სცენაზე პირველად წარდგება მაყურებლის წინაშე. კონცერტი ლეგენდარული კომპოზიტორისა და დირიჟორის სახელობის მუსიკალურ ცენტრში 3 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს