თამარ ჩხეიძე: სრული უსამართლობაა, როცა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილშიც კარგ ტონად ითვლება მიშას საკითხის მიჩუმათება და დეაქტუალიზაცია

“ახალს ვერაფერს ვიტყვი სააკაშვილის “გასამართლება-მისჯის” არა მარტო სრულიად უკანონო, არამედ სრულიად აბსურდულ პროცესზე. სააკაშვილისადმი წარდგენილი ბრალდებები იმდენად სასაცილოა (პიჯაკები, უცხოელი სახელმწიფოს წარმომადგენელთა გამასპინძლება) რომ დაუჯერებელია, რომ ასეთი რამ სერიოზულად შეიძლება ხდებოდეს.
სრული უსამართლობაა, როცა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილშიც კარგ ტონად ითვლება მიშას საკითხის მიჩუმათება და დეაქტუალიზაცია.
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს!” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაკავებული გემის, Madleen-ის მგზავრებს, რომელთა შორის გრეტა თუნბერგი და ევროპარლამენტარი რიმა ჰასანიც არიან, 7 ოქტომბრის თავდასხმების ამსხველ ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ