თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან

თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ორ სარჩელს – ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან და მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით.
„თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან. სარჩელის დაკმაყოფილების ერთპროცენტიანი შანსიც კი არ არის. ეს სარჩელი მხოლოდ იმიტომ არის დაწერილი, რომ ადამიანებმა ვერ წაიკითხეს ნორმა და ეცადნენ საზოგადოება მოეტყუებინათ და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ შეაფერხონ პარლამენტის მუშაობა“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება

2008 წლის 8 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ – ვაკის ოფისიდან გამოვიდა 2 სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით! გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში