თავისუფლება ავიღოთ ხელში – სტუდენტებმა თსუ-სთან ბანერი გაშალეს

თავისუფლება ავიღოთ ხელში – ამ შინაარსის ბანერი დაკიდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი თსუ-სთან ღამეს ათევს და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვები რამდენიმე საათის წინ გაიშალა.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებთან თსუ-სთან 24-საათიანი აქცია დააანონსა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა.

ამ დროსითვის მოძრაობა შეზღუდულია ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევზე, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე.

ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თსუ-ს კორპუსებში სასწავლო პროცესი შეჩერდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი როსტომაშვილი: მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა? მესაკუთრეების თანხმობის გარეშე, იქ სამუშაოებს ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს