ზურაბ გურული: ახლა შევეცადოთ რეალობის რეალურად შეფასებას, რომ ეფექტურად ავიცილოთ თავიდან მოულოდნელი სასოწარკვეთები

“ახლა შევეცადოთ რეალობის რეალურად შეფასებას, რომ ეფექტურად ავიცილოთ თავიდან მოულოდნელი სასოწარკვეთები.
ა) ძალათა თანაფარდობა:
აქტიური პრო-დასავლური სპექტრი საქართველოში წარმოადგენს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს. აქტიური „მეოცნებეები“ დაახლოებით 35%-ს. 40% არის ინერტული მასა, რომელიც „პონტის“ გამო ვითომ პრო-დასავლელია, მაგრამ რეალურად კი პასიური მეოცნებე. დარჩენილი 5% ზომიერ კომფორტში მყოფი ინტელექტუალებია, რომლებიც ცინიკურად დაჰყურებენ ყველა სპექტრს ზემოდან და საერთოდ არაფერში მონაწილეობენ. შესაბამისად, ვერავითარი რევოლუცია საქართველოში ვერ მოხდება და დროა მორჩეს უაზრო შედარებები 2003-თან, როდესაც მოსახლეობის 95% ელემენტარულ სოციალურ დისკომფორტში ცხოვრობდა და არც სოციალური ქსელები და მედია ჰქონდა ორთქლის გამოსაშვებად.
ბ) ჩატარდა და პარლამენტის პირველი სხდომაც შედგა. გავა გარკვეული დრო და ბოიკოტს აუცილებლად გამოეყოფა შტრაიხბრეკერთა გარკვეული სპექტრი, რომელიც შეავსებს საპარლამენტო ოპოზიციის რაღაც ნაწილს. რეალურად, ოპოზიცია მაინც ანტურაჟს წარმოადგენდა პარლამენტში და არავითარი სხვა დანიშნულება არ გააჩნდა. ამის სპეკულირების გარანტიას იძლევა ოპოზიციური სპექტრის ფრიად ჭრელი სიები.
გ) საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის ანგარიშს უწევს დე-ფაქტო სიტუაციას და არა დე-იურეს. საერთაშორისო იურიდიული სტანდარტები რომ ალოგიკური და აბსურდულია, ამის შესანიშნავი მაგალითია ჰააგის კრიმინალური სასამართლო. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დროის შემდეგ იძულებული იქნება აღიაროს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ უნდა შეწყვიტონ საქართველოსთან ურთიერთობა, რაც ბევრად უფრო დამაზიანებელი იქნება ქართველი ხალხისათვის.
დ) „ოცნება“ თავისით დალპება და გაიხრწნება, როდესაც დარჩება რეალური ოპოზიციის გარეშე. ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ ფსევდო-პოლიტიკურ ამორფულ მასას კონსოლიდაციას უკეთებს, არის უშედეგო აქტიური წინააღმდეგობა. როდესაც ხალხი სრულიად დაიკიდებს მათ „არჩევნებს“ და „პოლიტიკას“, თავადაც აღარ შეეცდებიან გაყალბების მეთოდების შემდგომ დახვეწას და მერე დადგება ის ერთი დღე, როდესაც მოულოდნელად, მწარედ დამარცხდებიან.
ე) ს ფაქტორი ამჟამად ძალიან ძლიერია საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. ეს უკვე დასავლეთის დამსახურებაა. რამდენიმე წელიწადში გაირკვევა რა ახალი რეალობა დადგება მსოფლიოში. მანამ კი საქართველო ვერაფრით დააღწევს თავს რუსულ გრავიტაციულ ველს, რადგან არანაირ ქმედით დაცვას დასავლეთი ჩვენ არ გვთავაზობს და არც გვპირდება.
ვ) ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა „ოცნების“ სრული იგნორირება. აკეთონ რაც უნდათ, აქონ და ადიდონ ერთმანეთი, იზეიმონ „გამარჯვება“. მათ ბედნიერ „მირაჟს“ ქმნის ოპოზიციური სპექტრის სასოწარკვეთილი განცდები. როგორც კი დარჩებიან ამის გარეშე, ჯერ „პალმები“ გაქრება, მერე „შადრევნები“, მერე მთლიანად „ოაზისიც“ და დარჩებიან მხოლოდ „აქლემებთან“,”  – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს