ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცემის ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, წინასაარჩევნო აგიტაციისას, თავს 19 სექტემბერს დაესხნენ. ამის შესახებ ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ 50-მდე ადამიანი დაესხა თავს.
„ფიზიკურად გაგვისწორდნენ. ვარიგებდით ბუკლეტებს, ვხვდებოდით მოსახლეობას, როდესაც 50-მდე ადამიანი, ქართული ოცნების მაისურებში ჩაცმული, მოგვვარდნენ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს… როცა პოლიცია მოვიდა, პოლიციის თვალწინ თავს დაგვესხა ეს 50 ადამიანი. ფიზიკურად გაგვისწორდნენ. შემეხნენ მე, ახალგაზრდებს, ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გვემუქრებოდნენ, რომ დაგვხოცავენ. მადლობა მინდა ვუთხრა აქ მცხოვრებ დევნილებს… მათ აიძულეს „ოცნების“ წევრები, დაეტოვებინათ ადგილი“, – თქვა მან „ტვ პირველის“ ეთერში.
წითლიძე მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩევლის დაშინების მცდელობა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ნიკურაძე: ამ სოფლის ორღობის ჭუჭრუტანიდან რომ გაიხედოთ, დაინახავთ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, გაბაპენტინს, წელის ტკივილზეც კი უწერს პაციენტს არათუ ნევროლოგი, ნებისმიერი ოჯახის ექიმი

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია

სალომე სიმონია: ოცნების დეპუტატს, ზვიადაურსაც 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელმაც 27 წლის ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა. ღირსეულ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს და ისე დააკავეს, მასაც – 50 000 ლარი