ზელენსკი -ში ჩავიდა. ის ისაუბრებს გაეროში და შეხვდება ჯო ბაიდენს

უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკში ჩავიდა. სავარაუდოდ, ის მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით. 26 სექტემბერს უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.
ბაიდენთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, როგორც მან ადრე განაცხადა, აშშ–ის პრეზიდენტს ე.წ. გამარჯვების გეგმას წარუდგენს. საუბარია რუსეთთან დაპირისპირებისა სტრატეგიულ გეგმასა და უკრაინის პირობებით მშვიდობის მიღწევაზე.
უკრაინის გამარჯვების გეგმას ზელენსკი ასევე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნობს. ასევე დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა კონგრესის ხელმძღვანელობასთან, ასევე რიგი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან.
მიმიდინარე კვირის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის უნდა ნახოს რუსეთმა, რომელიც ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე.
არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში, რომლის ორგანიზებასაც წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მან სამიტს, “ანგლოსაქსებისა და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში