ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი ვიზიტით სერბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი ვიზიტით სერბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“გუნდთან ერთად ჩავედი სერბეთში. დღეს და ხვალ დაგეგმილია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები – პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და პრემიერ-მინისტრ ჯურო მაცუტთან. ვილაპარაკებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე და სხვა რაღაცებზე, რაც შეიძლება ჩვენი ერების ინტერესებს გამოადგეს, უსაფრთხოების საკითხებზე. უკრაინა ყოველთვის განწყობილია კონსტრუქციულად, ურთიერთსარგებლიანად და ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე მუშაობისთვის”, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია სერბეთში 2019 წელს მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!