ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდება.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ზელენსკისა და მაკრონის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.
პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 18:00) დაიწყება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!