ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ს პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოი სონ ჰუი კრემლში მიიღო.
„რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები გეგმის მიხედვით ვითარდება“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებები რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართა.
„რუსები ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიერ კურსკში ჩადენილ გმირულ საქმეებს არასდროს დაივიწყებენ. ეს ხალხებს შორის მეგობრულ კავშირებს გააძლიერებს“, – განუცხადა ლავროვმა ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას.