: მხოლოდ ამ ღონისძიებაში 209 ათასი ლარი დახარჯა სახელმწიფომ. ეს ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ …

“ეს ფოტო 1 კვირის წინაა გადაღებული. ეს “ოცნების ქალაქის” გახსნის ღონისძიებაა. მხოლოდ ამ ღონისძიებაში 209 ათასი ლარი დახარჯა სახელმწიფომ. ეს ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ კობახიძეს სოციალურად დაუცველი ხალხის სახელით საზეიმოდ ჩაეგდო კაფსულა, იმედის ეთერიდან ახალი ბინების დარიგების და კეთილდღეობის დაპირება გაეცა, შემდეგ კი წასულიყო და ამ პროექტის მშენებლობის ნარჩენები დაეტოვებინა.
ტრაგედია ხომ თავისთავად როგორი მძიმეა, მაგრამ
იმის გააზრება არანაკლებ შემზარავია, რომ 209 ათასი დაგვიჯდა ის თხრილი, რომელშიც სოციალურად დაუცველი ორი ბავშვი დაიღუპა. ბავშვები, რომლებიც ჯართს ეძებდნენ, რათა შიმშილს გადარჩენილიყვნენ.
ვის ეყოფა ნამუსი, რომ ამას “უბედური შემთხვევა” უწოდოს? ეს არის პირდაპირი შედეგი იმ მახინჯი სისტემისა, რომელიც ბავშვებს ცოცხლად მარხავს. ბავშვებს, რომლებიც შიმშილისგან და გაჭირვებისგან სიკვდილს გაურბიან და, საბოლოოდ, მაინც იღუპებიან.
ამ პროექტის “ბენეფიციარები” არა სოციალურად დაუცველები, არამედ კორუფციით გამდიდრებული ჩინოვნიკები არიან. ხოლო ღატაკი ბავშვები?
მათთვის არც ის 209 ათასია და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯართიც კი აღარაა.
ჯართიც ვერ გაიმეტეს. სახელმწიფოსგან დატოვებულ თხრილში ჯართის ნაცვლად სიკვდილი დაახვედრეს,” – წერს ჟურნალისტი .

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან