(ვიდეო) – რა ხდება ქალაქ ჯვარში? – ივანე ბურდული

ქალაქ ჯვარში ერთდროულად სამი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს – სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მინდია ჯინჯოლავა ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის 11 წლის მანძილზე არსებული პრობლემა აღმოიფხვრება.
ივანე ბურდული:
იქნება ახალი, თანამედროვ გადახურვა, წვიმის პრობლემა აღარ ექნებათ, როგორც გარეთ წვიმდა, ისე წვიმდა სახლებში, სადარბაზოში, ეს პრობლემა მოუგვარდებათ და ყველა სხვა, მსგავსი პრობლემა იქნება მოგვარებული. ამ ეტაპზე სამი კორპუსის გადახურვა მიმდინარეობს და მაქსიმუმ ერთ თვეში იქნება ყველა დასრულებული.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო