“ვერ გვექნება მტკიცე სახელმწიფო, ვიდრე საზღვრები ღია იქნება კრიმინალი და ტერორისტი მიგრანტებისთვის – უბედნიერესი ვარ, რომ ხალხი ჩემს პოლიტიკას მხარს უჭერს” – ტრამპმა აიოვის კოკუსი მოიგო

ტრამპი აიოვას შტატში, რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში, ე.წ. კოკუსში ლიდერობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მონაცემების 80%-ის დათვლის შემდეგ, ტრამპს ხმების 51% აქვს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, ხმათა 21.2%-ით. სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი კი 19.1%-ით მესამე ადგილზეა.
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ნამდვილად დიდი პატივია, რომ ამხელა კონკურენციის პირობებში მე გავიმარჯვე. შესანიშნავი გრძნობაა,” – განაცხადა ტრამპმა.
მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ე.წ. კოკუსი კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად მიიჩნევა და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილეობის შანსს აჩვენებს.
“ეს ჩემი მესამე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და ამ შედეგს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ. ჩვენ ვაპირებთ ამერიკის საზღვრის ჩაკეტვას, რადგან ჩვენს ქვეყანაში მილიონობით ადამიანი უკანონოდ იჭრება, არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ამერიკისთვის კარგი იყოს.
ჩვენ ვერ გვექნება მტკიცე სახელმწიფო, ვიდრე საზღვრები ღია იქნება კრიმინალი და ტერორისტი მიგრანტებისთვის, რომელთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. მე უბედნიერესი ვარ, რომ ხალხი მხარს მიჭერს მე და ჩემს პოლიტიკას, ჩემს მხარდამჭერებს მხოლოდ ერთი რამ უნდათ – დავაბრუნო დიდებული და ძლიერი ამერიკა,” – აცხადებს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს