“ელენე ხოშტარიაზე ერთი ამბის მოყოლა მინდა”– ლაშა შაყულაშვილი

მეცნიერი, როტშილდების ფონდის მკვლევარი, ლაშა შაყულაშვილი:
ელენე ხოშტარიას არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე ერთი ამბის მოყოლა მინდა.
წლების წინ, გაგანია ომში, რაკეტების წვიმას თავშესაფარში შევასწრებდი თუ არა, სამსახურში 4 ადამიანის საარქივო საქმეს მე მივათრევდი.
ერთ დილას, სრულიად შემთხვევით, არქივში სუჯუნადან იერუსალიმში გაგზავნილი წერილები ამოვიდნენ. სტატუსი დავწერე და ელენემ მაშინვე მომწერა. ბაბუაჩემი აკაკის სახელი ხომ არ ჩანს, ძალიან მაინტერესებსო.
ელენე მკითხულობდა ომში, მაშინ როცა ბევრმა ნათესავმა და მეგობარმა ზრდილობის გამო ერთხელაც არ მომიკითხა! ცოტა ხნით რომ თბილისში ჩამოვედი და აქციაზე გავედი – დამინახა, მიცნო, მოვიდა და ჩამეხუტა!
ამ ქალს ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ციხეში ტანჯვისათვის იმეტებთ და ერთი ადამიანიც არ დაგისჯიათ, რომლებიც შარშან, მათ შორის მეც, უცხო ნომრებიდან გვირეკავდნენ და სახის ძვლების ჩალეწვით გვემუქრებოდნენ!
რამხელა ცოდვაში დგეხართ, ბევრნი, შინაურებიც და გარეულებით, ნეტავი შეგახედათ!
Helen ელენე, აუცილებლად შევხვდებით და სუჯუნას წერილებს პირადად გაჩვენებთ და გითარგმნით!

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას