უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც მან BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინელები ამჩნევენ იმის ნიშნებს, რომ დასავლეთში მათი დახმარების ჟინი შეიძლება ჩაცხრეს.
„ძალიან გვჭირდება დახმარება. მარტივად რომ ვთქვათ – ამ სიტუაციით ვერ დავიღლებით, რადგან თუ ამას გავაკეთებთ, მოვკვდებით. თუ მსოფლიო დაიღლება, გამოდის, რომ სიკვდილის საშუალებას მოგვცემს.
ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია იმ მინიშნებების დანახვა, რომ დასავლეთს შესაძლოა ჩაუცხრეს ჩვენი დახმარების ჟინი “, – ამბობს ელენა ზელენსკა.