ეკა ქარდავა: მალე მივულოცავ რეგიონში სომხეთს ყველა ბერკეტისა და ხაზის ხელში აღებას… ჩვენ კი “ვემსახუროთ” უდიპლომოებს, მილიონრებს, მოძალადეებსა და რუსებს…

“ფაქტიურად პირველი შემთხვევაა, როცა #საქართველოს #ღირებულება აქვს #დაკარგული გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პოლიტიკაში. #ევროკავშირის_საბჭომ გაფართოების შესახებ 2024 წლის გადაწყვეტილების თანახმად – ბალკანეთი, და მოლდოვა მყარი გარანტიებით გაწევრების პროცესშია. თურქეთი და საქართველო – არა. თურქეთი მთავარი პარტნიორიაო მაინც. საქართველო კი არაფერში არ არის… აი ადამიანი – არავის არც ერთ კონტექსტში რომ არ სჭირდება, სარგებელიც რომ არ აქვს, მისიაც რომ არ აქვს, დანიშნულებაც რომ არ აქვს – აი ასეთად ვიქეცით რეგიონში…
✅️ეს პატარა ქვეყანა #უსაფრთხოების_ექსპორტიორი იყო.
‼️ახლა საფრთხის შემცველი ვართ თავად. ყველა კოზირი მივეცით სხვა ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს… და ახლა ისევ ვისხდეთ და ვისაუბროთ მხოლოდ #ისტორიაზე (რომელიც არც სხვა ერებს აქვთ ნაკლები, მაგრამ მხოლოდ ქართველს ჰგონია რომ ყველაზე მაგარი აქვს და ეგ აცხოვრებს მუდამ).
არასდროს, არასდროს ასეთი უფუნქციო და უსარგებლო არ ყოფილა საქართველო… იმ აღმოსავლეთსაც იმიტომ აინტერესებდა მცირედით მაინც საქართველო რომ კავშირს წარმოადგენდა ევროპასა და ცივილიზაციასთან… ამიერიდან მალე მივულოცავ რეგიონში #სომხეთს ყველა ბერკეტისა და ხაზის ხელში აღებას… ჩვენ კი “ვემსახუროთ” უდიპლომოებს, მილიონრებს, მოძალადეებსა და რუსებს…” – წერს სოციალურ ქსელში ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარე, ეკა ქარდავა.