ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალს შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალს შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული ევრო 2024-ის პლეი-ოფის წილისყრის შემდგომ გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ლუქსემბურგს თუ დაამარცხებს, C ლიგის პლეი-ოფის ფინალს თბილისში ითამაშებს. ფინალის მასპინძლის ვინაობა 2024 წლის 21 მარტს გაირკვევა.
გარდა იმისა, რომ სამივე ლიგის პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი გახდა ცნობილი, ასევე წილისყრით A და B ლიგებში ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ.
A ლიგის პლეი-ოფი
პოლონეთი – ესტონეთი (21 მარტი)
უელსი – ფინეთი (21 მარტი)
ფინალი (26 მარტი, მასპინძელი: უელსი/ფინეთი)
B ლიგის პლეი-ოფი
ისრაელი – ისლანდია (21 მარტი)
ბოსნია – უკრაინა (21 მარტი)
ფინალი (26 მარტი, მასპინძელი: ბოსნია/უკრაინა)
C ლიგის პლეი-ოფი
საქართველო – ლუქსემბურგი (21 მარტი)
საბერძნეთი – ყაზახეთი (21 მარტი)
ფინალი (26 მარტი, მასპინძელი: საქართველო/ლუქსემბურგი)
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს, ჰამბურგში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ინაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ინტრიგების, ჩურჩულის, ჩაწვეთების, დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლია – კარგი იქნება, გააგრძელოს პოლიტიკური ბრძოლა

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ