ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში – „კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება – ვაქცინაცია თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება

„კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება, – ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.
„ვაქცინაცია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება, განსაკუთრებით ყველაზე მეტად დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გავუსვი „კოვიდ-19“-ისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობას“, – განაცხადა სტელა კირიაკიდესმა.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ვირუსების გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია ადეკვატური ტესტირება, თანმიმდევრულობა და მონაცემების გაზიარება.
ცნობისთვის, ხორვატიაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული წლის 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიკვდილის 68 შემთხვევა დადასტურდა. მედია აღნიშნავს, რომ თუ მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება საბერძნეთში ყოველკვირეულად 80-მდე ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ, ხოლო იტალიაში 2023 წლის ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-ისა და გრიპის შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლარს ლოკე რასმუსენი – რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა