ევროკავშირის საელჩო ზურაბიშვილის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

ქართული სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს, – ამგვარი პასუხი მიიღო „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე.
„თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ ევროკავშირის დელეგაციას იმეორებს იმას, რაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართული სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს.
ჩვენ აგრეთვე ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი ღიაა კონსტურქციულად მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.
რაც შეეხება მომავალ მთავრობას, რომელიც განაახლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ძირითადი ფასეულობებზე დაყრდნობით, რაზეც დგას ევროკავშირი: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”, – აღნიშნულია საელჩოს პასუხში.
„ქრონიკამ“ საელჩოს შემდეგი კითხვით მიმართა:
„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მხარს უჭერს ქარტიას და მის სამოქმედო გეგმას.
თუ შეიძლება განგვიმარტოთ, ადასტურებთ თუ არა პრეზიდენტის განცხადებას და ეთანხმებით თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას საქართველოში?“
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს