დრამატურგი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, პედაგოგი და სცენარისტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა | ინფორმაციას “მწერალთა სახლი” ავრცელებს
“გარდაიცვალა დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, პედაგოგი და სცენარისტი რეზო კვესელავა.
რეზო კვესელავა წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რედაქტორად; სცენარის ავტორია ფილმებისა: „ვედრება“ (1967), „გზა შინისაკენ“ (1981), „ჩაკლული სული“ (1994), „კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები“ (დოკუმენტური, 2005) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „იყო შაშვი მგალობელი“ (1970), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (1981).
2008 წელს რეზო კვესელავას ავტორობით გამოვიდა წიგნი „მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე“, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დროს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მისი მემუარული სტილის წერილები ქართველ კინოხელოვანებზე.
რეზო კვესელავა ასევე ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას (ნ. ბერდიაევი, კ. ჰამსუნი, ვ. ნაბოკოვი, ლ. ფოიხტვანგერი).
მწერალთა სახლი ქედს იხრის რეზო კვესელავას ხსოვნისა და შემოქმედების წინაშე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს”  –  წერს “მწერალთა სახლი”
ფოტო: პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში: უნგრეთის არჩევნები მაგალითია, რომ ყველაფრის მიუხედავად შეიძლება მოიგო, ამ ველში უნდა შეხვიდე, ოღონდ სწორად – 2028 წელს რომ არჩევნებია, ამაზე დღეიდან უნდა იმუშაო, ბოლო 40 დღე მოსაგებად საკმარისი არ იქნება

გიორგი შარაშიძე: ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე – დიახ, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, რატომ გამოვიდა ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან – ყველაფერს დავარქვათ სახელი