დიმიტრი ხვთისიაშვილი: … ეს ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც კვირაში ერთხელ გაგვახსენებდა ხოლმე ვისი გორისანი ვართ

“ნამდვილად არ მალაპარაკებს ის, რომ გადაცემის ავტორები ხშირად მთხოვდნენ ამა თუ იმ შესანიშნავ ხელოვანზე მოგონებას თუ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას – ეს ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც კვირაში ერთხელ გაგვახსენებდა ხოლმე ვისი გორისანი ვართ. მიუხედავად დიდი კოტე მარჯანიშვილის დადგმული სპექტაკლის სათაურისა, სპექტაკლის რომლითაც გაიხსნა ქუთაის-ს თეატრი, (დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრი), გადაცემა მხოლოდ წასულ თეატრალებს არ ეძღვნებოდათ, ფართო სპექტრი იყო სხვადასხვა დარგის წარჩინებულ ადამიანთა მოგონებისა… და ეს გადაცემა თუ აღარაა საჭირო, მაშინ… შესაძლოა ვინმემ ბრძანოს – ამ ფორმატით ამოიწურაო, ან სხვაგვარად იქნებ გაკეთდესო… რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, თუმცა უბრალოდ ადგე და გააუქმო, მოსპო, მოაშთო, ეს იგივეა საკუთარი წარსული ამოძირკვო ცნობიერებიდან!!! დაფიქრდით ბატონებო! ჯერ კიდევ არ არის გვიან!” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე გადაცემა დაიხურა.