დიდუბის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა

დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მას მადლობა გადაუხადა:

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის აწ უკვე ყოფილ გამგებელს ვლადიმერ ძნელაძეს, რომელიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე განაგრძობს – იგი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისად,  გამგებლის თანამდებობა დატოვა. ლადოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებითაც. იგი 2021 წლიდან იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული. მინდა, მადლობა ვუთხრა მას გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. შორს არ მიდის. მართლაც მნიშვნელოვანი პროექტებია ენერგეტიკის მიმართულებით გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსები, რომელსაც სჭირდება სწორი, რაციონალური გამოყენება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რათა საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს ვინმეზე ან რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე – ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა – სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის

მიხეილ სააკაშვილი – 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება, 2021 წლის 1 ოქტომბერს, ვისაც გადავაბარე, იმათ ჩამაგდეს ციხეში – დღეს სრულდება ისტორიული სირცხვილის – ქართველების მიერ ჩემი დატყვევების 5 წლისთავი