,, და ამ ყველაფრის შემდეგ მე ვიყავი ავტორიტარი?” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,რაც შეეხება “2012 წელს ავტორიტარიზმი მოვიცილეთ” – მოუცილებელ ქოცურ რუსულ კლიშეს.
არცერთი პოლიტიკოსი ციხეში არ მჯდარა, რეგულარულად ხდებოდა არჩევნები, რომელთაც მრავალრიცხოვანი, საერთაშორისო დამკვირვებლები “თავისუფლად და სამართლიანად” აღიარებდნენ.
მე გადავდექი 2007 წელს პროტესტების შემდეგ და 2012 წელს მშვიდობიანად და ორგანიზებულად გადავაბარე ხელისუფლება.
2009 წლის მრავალთვიანი კარვების აქციების ფონზე, რომელსაც თითი არავინ დააკარა, მიუხედავად დედაქალაქის ცენტრის და სამთავრობო უწყებების პარალიზებისა.
ქუჩის ოპოზიციას შევთავაზე ყველა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობა და ამ ყველაფრის შემდეგ მე ვიყავი ავტორიტარი?
თუ იგულისხმება კორუფციის, კრიმინალის და რუსული აგენტურის შეზღუდვა, მაშინ ჩვენ ვიყავით ავტორიტარები.
თუ იგულისხმება ძლიერი ლიდერი, გადამწყვეტი და სწრაფი ნაბიჯებით, დაე ვიყო ავტორიტარი.
სინამდვილეში კატასტროფულად ლიბერალური და მომთმენნი ვიყავით რუსული ფულის პოლიტიკაში ღიად მონაწილეობის, ქართველი პოლიტიკოსების 2008 წლის შემდეგ პუტინთან შეხვედრების, რუსული პროპაგანდის გავრცელების მიმართ! – ეს იყო ჩემი მთავარი შეცდომები.“

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად