“ტრამპში არაა მხოლოდ საქმე. ის უკვე იყო ერთხელ პრეზიდენტი და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ახლა თავადაც და მთელ მსოფლიოსაც ისეთი განწყობა აქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი! ყველა მიმართულებით. მათ შორის და პირველ რიგშიც- მსოფლმხედველობის მხრივაც! არც გააცია სიტუაცია ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა- პირველივე დღესვე მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გააუქმა ბაიდენის ბევრი კანონი- რაც ასევე გადაწყვეტილებაა! მარტო ჯანმოდან და ეკოლოგიის კომისიიდან გამოსვლა რად ღირს მნიშვნელობის თვალსაზრისით. ასევე გენდერთან დაკავშირებული საკითხების ერთი ხელის დაკვრით გადაჭრა- არადა რამდენი ათეული წელია ნელ-ნელა ეხვევა ეს გორგალი… ძალიან საინტერესო ვიცეპრეზიდენტი აირჩია თანამმართველად. ახალგაზრდა, პრინციპული ადამიანი, დამოუკიდებელი ხედვებით. მოაზროვნე. საოცარი ბიოგრაფიის მქონე, რომელიც თავად გამოსცა წიგნად, ბესტსელერად გადაიქცა და მის ბაზაზე ფილმიც გადაიღეს 2020წელს- ორი ნომინაციით ოსკარზე. ჯეი დევიდ ვენსი! სოფლის გაღატაკებული ოჯახის შვილი, მარტოხელა, ნარკომანი დედით. მშვენიერი ფილმია, ბიოგრაფიული- გირჩევთ ნახვას. სახელებიც არაა შეცვლილი, “ჰილბილის ელეგია”. როგორ მოახერხა გაჭირვებულმა, ოჯახში საშინელი პრობლემების მქონე ახალგაზრდამ იელის უნივერსიტეტის კურსების დაფინანსება. სხვათა შორის, ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს- მისი ერთერთი ყველაზე მძიმე კრიტიკოსი, იდიოტიც კი უწოდა!
ჩვენი ქვეყის პრობლემები რა მოსატანია -ალბათ 16-17 ხარისხისაა იმ საკითხებთან, რასაც დაეჭიდა ეს ახალი, საოცარი ხალხისგან შემდგარი გუნდი. ვნახოთ რა გამოვა. მართლა დიდი ინტერესით შევყურებ, რადგან რასაც გააკეთებენ იმის მეთექვსმეტედ-მეჩვიდმეტედი ნაწილი, იგივე ლიგიკით, ჩვენც ხომ შეგვეხება და თანაც როგორ!!” – წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.