გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა: ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “ტაიმაუტში” საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ნაკრების დაცვის ხაზი არასაიმედოდ გამოიყურება და ამ პრობლემის მოგვარების გზას, ჯერჯერობით ვერ ხედავს.

“საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში ახალი გუნდი იქნება, რადგან თითქმის ყველაფერი შეიცვალა. გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა გამოიცვალა და სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს არ ათამაშებენ და ბევრი ნაკრების ძირითადის ფეხბურთელია, ამიტომ ეს ყურადსაღები თემაა.

მიხარია, რომ ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში კიდევ დაიწყო. ჩემი აზრით, ის საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდ როლს თამაშობს. როცა გიორგი ფორმაშია, ჩვენი გუნდი სხვანაირია.

კარგი თავდამსხმელებიც გვყავს, მაგრამ მე დაცვის მდგომარეობით ვარ შეშინებული, რომელიც ბოლო შეხვედრებში თურქეთთან და ესპანეთთან უსუსურად გამოიყურებოდა. ჯერჯერობით, არ ჩანს, გამოცდილი მოთამაშეების წასვლის შემდეგ ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს”, – განაცხადა გუცაევმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩს 25 სექტემბერს, “დინამო არენაზე” ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)