გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც ამ საერთო სცენარის ნაწილია

ეს ადამიანები დიდი ხანია ერთ თამაშს თამაშობენ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგებიან. სწორდიზე! ცალ ფეხზე! – ასე ეხმიანება  ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციურ ალიანსში გახარიას პარტიის მიღებაზე გააკეთა განცხადება.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ „ახალი ერთობა“ სინამდვილეში იმ ძალების შეკრებაა, რომლებიც წლებია საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვიან და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უცხო პოლიტიკური ცენტრების სურვილებს აყენებენ, შესაბამისად, დაძაბულობას, შუღლსა და პოლიტიკური ქაოსის შექმნას ცდილობენ რასაც გვარამიას განცხადებები და “გახარიების” გააქტიურებაც ადასტურებს.
“გიმნაზისტი გიმნაზისტკას ეფიცება, აძლევს სიტყვას…” – ეს ნიღაბიც ჩამოუვარდათ…
– რეალურად, ეს ადამიანები დიდი ხანია ერთ თამაშს თამაშობენ ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგებიან. სწორდიზე! ცალ ფეხზე!
– ეს „ახალი ერთობა“ სინამდვილეში იმ ძალების შეკრებაა, რომლებიც წლებია საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვიან და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უცხო პოლიტიკური ცენტრების სურვილებს აყენებენ. სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ, ერთს დიდი ბრიტანეთი კვებავს მეორეს გერმანია, როლიც თითქოს სხვადასხვა ჰქონდათ, მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთი იყო – სუსტი, არეული და ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო.
– გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც სწორედ ამ საერთო სცენარის ნაწილია. როდესაც ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება, ისინი ისევ დაძაბულობას, შუღლსა და პოლიტიკური ქაოსის შექმნას ცდილობენ,,” – წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში,

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს