გაზრდილი საბაჟო გადასახადის გამო რუსეთიდან ცხინვალში პროდუქცია ვერ შეაქვთ

“ქვედა ზარამაგის” გამშვებ პუნქტზე, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს რუსეთთთან აკავშირებს შეზღუდულია ტვირთების შეტანა დან.
“მეწარმე გადამზიდავები ითხოვენ პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრას”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზინდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში რუსეთის საკონსულოს და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ოსური მხარის ცნობითვე, მოსკოვში იმყოფებიან სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, სადაც განიხილავენ სამხრეთ ოსეთისთვის დამატებითი გადასახადის გაუქმების საკითხს.
2023 წლის პირველი ოქტომბრიდან რუსეთის მთავრობის დადგენილებით, რუსეთის ფედერაციიდან გასული საქონლის საბაჟო გადასახადი 7%-მდე იზრდება. ცვლილება ვრცელდება, როგორც რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ სამხრეთ ოსეთზე, ასევე აფხაზეთზე. ეს ცვლილება თავის მხრივ, რუსულ საქონელზე ფასების ზრდას მოიაზრებს.