გაეროში გამოსვლამდე ზელენსკი აშშ-ს “გადამწყვეტი” მოქმედებისკენ მოუწოდებს ომის დასასრულებლად

მიმდინარე კვირაში გაეროში მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლამდე, უკრაინის პრეზიდენტი -ის მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაზე მოწოდებით გამოვიდა.
უკრაინის ლიდერი აშშ-ში გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე (UNGA) იმყოფება. ზელენსკიმ შეხვედრა გამართა აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულ დელეგაციასთან და მათ მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, ამერიკის მხრიდან ურყევი მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს როლზე უკრაინის თავისუფლების დაცვაში.
აშშ-მა – უკრაინის მთავარმა მხარდამჭერმა – და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა კიევს გამოუყვეს მილიარდობით დოლარის ოდენობის სამხედრო და სხვა სახის დახმარება, სთვის სანქციების დაწესებასთან ერთად.
ზელენსკის თქმით, მან ამერიკელ კანონმდებლებს გააცნო კონფლიქტში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის ნაბიჯები. “ახლა გადამწყვეტ მოქმედებას შეუძლია დააჩქაროს სამართლიანი დასრულება რუსეთის აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ, მომავალ წელს”, – წერს ზელენსკი ტელეგრამით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: თამირლან მაჩალიკაშვილი დასაძინებლად ემზადებოდა. ძილის წინ ტელეფონს სქროლავდა რა დროსაც სპეცრაზმი შევარდა ოთახში და საწოლშივე ჩაცხრილა ბიჭი. ხელში იარაღი ეჭირაო. როცა საფრთხე გემუქრება, ასე უნდა იმოქმედოო

ომარ ფურცელაძე: გამოცდილება აჩვენებს, რომ პროპაგანდისტული მედიების კამპანიები ნიადაგის მომზადებაა შსს-ს მოქმედებისთვის. ლევან ჯობავას დევნა და შესაძლო ბრალი მართლმსაჯულების კარიკატურაა