გააკეთეთ განცხადება, გქონდათ თუ არა ინფორმაცია სპეცრაზმის თსუ-ის ეზოში მობილიზაციასთან დაკავშირებით – კაჭკაჭიშვილი აკადემიურ საბჭოს და რექტორს

“მივმართავ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს და პირადად რექტორს.
ბ-ნო ჯაბა!
კომენტარში დართულ ლინკზე ჩანს, როგორ შედიან თსუ პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებულ ჭიშკარში სპეცრაზმელები (სავარაუდოდ, გამთენიისას) და იკავებენ უნივერსიტეტის ტერიტორიას!
გთხოვთ, გააკეთოთ ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, გქონდათ თუ არა ინფორმაცია სპეცრაზმის თსუ-ის ეზოში მობილიზაციასთან დაკავშირებით?
ასევე, ველით თქვენს შეფასებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენადაც შეესაბამება იგი უნივერსიტეტის ე.წ. “მესამე მისიას”, რომელიც გულისხმობს თსუ-ის მონაწილეობას საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში?
პირადად ჩემი პასუხი, მოკლედ, ასეთია: სპეცრაზმის პლაცდარმად თსუ-ის ტერიტორიის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად/დასარბევად, უხეშად არღვევს აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სტანდარტს!”

წერს სოციალურ ქსელში თსუ-ის ლექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს