“გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება, გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ…” – რას ამბობს ხატია ბუნიათიშვილი

პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ხელისუფლებას სთხოვს რომ “სინდიდის პატიმრები” გაანთავისუფლოს.

“გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი! სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, უვ­ნე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათი და­კა­ვე­ბით თა­ვი­სუ­ფალ აზრს, რო­მე­ლიც ქარ­თველს სის­ხლში აქვს, ვერ მოკ­ლავთ. ამ ადა­მი­ა­ნებს კი აკ­ლებთ თა­ვი­სუფ­ლად ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვის (თუნ­დაც და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლის), ახ­ლობ­ლებ­თან მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ბის და კა­მა­თის, თა­ვის ნე­ბა­ზე ცხოვ­რე­ბის დღე­ებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა და თქვე­ნი, მთავ­რო­ბის, მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

თქვენ­ზე იქ­ნე­ბა ამ დღე­ე­ბის, თვე­ე­ბის და წლე­ბის მან­ძილ­ზე და­კარ­გუ­ლი დღე­ე­ბის, რომ­ლებ­საც ვე­რას­დროს ვერ და­უბ­რუ­ნებთ, ტვირ­თად ტა­რე­ბა. ბევ­რად უფრო მძი­მეა ეს ტვირ­თი, ვიდ­რე გგო­ნი­ათ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩახ­შო­ბა ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის დრო­ე­ბი­თი იყო. დღეს “დრო­ე­ბით” ბევ­რად უფრო მა­ლეა, ვიდ­რე ადრე.

ასე­თი დროა.

გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი. თუ გირ­ჩევ­ნი­ათ ასე გე­ტყვით – გთხოვთ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი! არ მე­თა­კი­ლე­ბა – გთხოვთ, გთხოვთ, – გთხოვთ, და­უბ­რუ­ნოთ ადა­მი­ა­ნებს ის, რაც ეკუთ­ვნით და წა­ერ­თვათ. მათი ღი­მი­ლის გი­სო­სებს გა­რეთ და­ნახ­ვა გვინ­და, რომ ჩვენც შევ­ძლოთ გა­ღი­მე­ბა, სამ­შობ­ლოს სა­ზღვრებს შიგ­ნით თუ გა­რეთ, ისე რომ არ შეგ­ვაშ­რეს”, – წერს ხატია ბუნიათიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აღმაშფოთებელია, რომ ხდება განსხვავებული აზრის დევნა. ერთადერთი ძალაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია „დიფ სთეითის“ მიერ ჩანერგილი ძალები სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში