ბრიტანეთი პირობას დებს, რომ მოლდოვის მხრადაჭერას გააგრძელებს

ორშაბათს, 3 ნოემბერს, ბრიტანეთმა პირობა დადო, რომ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისთვის, მოლდოვის მხარდაჭერას გააგრძელებს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პროდასავლელმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ კვირას საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
მილოცვა სანდუსადმი სოციალურ ქსელ X-ში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ გამოაქვეყნა: „მოუთმენლად ველი ჩვენი მეგობრობის გაძლიერებას და მოლდოვის ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას“.
კვირას, 3 ნოემბერს, მოდლოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც ერთმანეთს მაია სანდუ, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი და ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანგოლო დაუპირსპირდნენ.
წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მოლდოვის ოფიციალურმა უწყებებმა, რუსეთი მოლდოვის შიდა საქმეეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულა, თუმცა ბრალდებები კრემლმა ყოველ ჯერზე უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!