ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დაეხმარება ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში – არჩილ თალაკვაძე

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დაეხმარება ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოზიტიურ მოვლენას უწოდებს.
„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას იმ სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში, რომელზეც ისაუბრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენს გუნდს დაეხმარება კონსოლიდაციაში და იმ მნიშვნელოვანი გეგმების შესრულებაში, რისი პირობაც ჩვენ მივეცით საზოგადოებას. ეს იყო ძალიან პოზიტიური სიახლე მთელი საზოგადოებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყოველთვის ეს გადაწყვეტილება მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს