ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომაზე ფიქრიც კი ოპოზიციის მხრიდან ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა

ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია უნდა გქონდეს შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის შეფასებით, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს.
„ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა, უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, რაც ძალიან კარგად იცით. უნდა გქონდეს ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს