ბიურომ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ანტი-ლგბტ კანონპროექტს მსვლელობა მისცა

დღეს, 10 ივნისს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ანტი-ლგბტ კანონპროექტს, რომელიც ერთი ძირითადი კანონისგან [ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] და მისგან გამომდინარე 18 კანონპროექტისგან შედგება.
კანონპროექტი სავალდებულო დასკვნისთვის განსახილველად 5 კომიტეტს გადაეცემა. ესენია: იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტები.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.