ბექა ოდიშარიას მიმართ ოპოზიციონერის უკადრებელი ფრაზა კარგად ხსნის ორ ჭეშმარიტებას

ბექა ოდიშარიას მიმართ ოპოზიციონერის უკადრებელი ფრაზა კარგად ხსნის ორ ჭეშმარიტებას
ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ ს მისამართით ნათქვამ ფრაზას – „ მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“. ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, რადიკალების მიერ ჩადენილი ქმედება კარგად ხსნის ორ ჭეშმარიტებას: პირველი ის, რომ ოპოზიციას მსგავსი ქმედებების გამო არცერთი ნორმალური ადამიანი აქციაზე აღარ დგას და მეორე, საქართველოში მშვიდობის და განვითარების ერთადერთი გარანტი მხოლოდ, და მისი გუნდია. „ბექა ოდიშარიას მიმართ, რომელიღაც მანიაკი ოპოზიციონერის მიერ ნასროლი უკადრებელი ფრაზა, ყველაზე კარგად ხსნის ორ მარტივ ჭეშმარიტებას: 1. ოპოზიციის და მათი აქტივისტების ასეთი მოქმედების გამო არცერთი ნორმალური ადამიანი აქციებზე აღარ დგას, რადგან მსგავსი ტიპაჟების გვერდით დგომა არამარტო ამორალურია, არამედ უკვე დანაშაულის ტოლფასიც გახდა. 2. ყოვლად ზნედაცემული, აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიციის შემყურე, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მკაფიოდ იაზრებს, რომ საქართველოში მშვიდობის და განვითარების ერთადერთი გარანტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი-აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. შეხვედრაზე სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ და მჯერა, ჩემს გუნდთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ