ბელგოროდზე თავდასხმის გამო, რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

ბელგოროდის ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების გამო, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ განუცხადა.

„ბელგოროდში მომხდარი ტერაქტი გაეროს უშიშროების საბჭოში სამართალწარმოების საგანი გახდება – რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა“, – აცხადებს ზახაროვა. 

რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდში აფეთქებებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 108 კი დაშავდა.