ბელგიის პრემიერი, ს შედეგების გამო, თანამდებობას ტოვებს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კროო არჩევნების შედეგების გამო თანამდებობას ტოვებს.
მისი თქმით, ეს იყო “განსაკუთრებით რთული საღამო”.
აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს არა მხოლოდ ევროკავშირის არჩევნებში, არამედ ფედერალურ და რეგიონულ არჩევნებშიც.
წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ადგილზეა უმსხვილესი ულტრამემარჯვენე პარტია Vlaams Belang-ი, მაგრამ მან მოსალოდნელზე ნაკლებ შედეგს მიაღწია.
შედეგების თანახმად, დე კროოს ამჟამინდელი შვიდპარტიული მმართველი კოალიცია უმრავლესობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.
დე კროომ ახალ ფლამანდიურ ალიანსს (N-VA), Vlaams Belang-ის პარტიას და Vooruit-ის პარტიას შედეგები მიულოცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა, ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ – „თვალთმაქცობა პოლიტიკაში“ – ეს არის ამ განცხადების სათაური