ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ცნობით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სხვენში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი როსტომაშვილი: მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა? მესაკუთრეების თანხმობის გარეშე, იქ სამუშაოებს ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს