ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება.
პროცესზე, ადვოკატები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
პარალელურად, ს საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეკრებას და საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ.
ცნობისთვის, გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.