“ახლა უკვე ამის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი” – ნონა ქურდოვანიძე

‘გუშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა” – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
ახლა უკვე იმის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი, რომ:
1. სასამართლოში დროულად მიიყვანონ – მიუხედავად იმისა, თავისი ნებით უარს ამბობს თუ არა სასამართლოში მისვლაზე;
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით – ანუ ვისაც სამართალდარღვევის ჩადენა უკვე გაუფორმა სასამართლომ, შეიძლება პოლიციამ მხოლოდ იმის გამო დააკავოს მომავალში, რომ შემთხვევით სამართალდარღვევა აღარ ჩაიდინოს.
ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!