2024 წლის 10 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 5%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.73 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 1.82 მილიარდ დოლარი იყო.
5 ძირითადი საიმპორტო პროდუქტი აშშ-დან:
· მსუბუქი ავტომობილები – 1.455 მილიარდი აშშ დოლარი;
· თხილი და სხვა კაკალი – 19.8 მილიონი აშშ დოლარი;
· გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის – 7.88 მილიონი აშშ დოლარი;
· კვების პროდუქტები – 5.45 მილიონი აშშ დოლარი;
· მოტოციკლები და ველოსიპედები – 5.04 აშშ მილიონი დოლარი.
5 ძირითადი საექსპორტო პროდუქცია აშშ-ში:
· ფეროშენადნობები – 90,12 მილიონი აშშ დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 6.37 მილიონი აშშ დოლარი;
· მილები – 5.92 მილიონი დოლარი;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 3.93 მილიონი აშშ დოლარი;
· საფრენი აპარატების ნაწილები – 3.78 მილიონი აშშ დოლარი.