აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ნება მომეცით ცალსახად განვაცხადო – კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა სამშაბათს ჟურნალისტები დაიბარა და მათ განუცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ტრანსგენდერთა უფლებებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა HuffPost-ი ავრცელებს.
მანამდე მაიკ ჯონსონმა პრესკონფერენციაზე არ გასცა პასუხი კითხვას იმის თაობაზე, კაცია თუ ქალი სარა მაკბრაიდი, კონგრესის პირველი ტრანსგენდერი წევრი.
„მინდა გავაკეთო განცხადება და ვიყო ძალიან მკაფიო. დამისვეს კითხვა და მე უარვყავი [კითხვის] წინაპირობა, რადგან პასუხი აშკარაა. ვინც არ იცის ამ საკითხზე ჩემი კარგად დამკვიდრებული პოზიცია, ნება მომეცით ცალსახად განვაცხადო: კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი“, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.