აშშ თურქეთს აფრთხილებს არ მიიღოს ჰამასის ლიდერები

ვაშინგტონმა 18 ნოემბერს თურქეთი გააფრთხილა არ მიიღოს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის ლიდერები, და განაცხადა, რომ აშშ-ის აზრით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებს არ უნდა ჰქონდეთ კომფორტულად ცხოვრების საშუალება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს, მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს ცნობებზე, რომ ჰამასის ლიდერთა ნაწილი კატარიდან თურქეთში გადავიდა – მილერმა ეს ცნობები არ დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ თავისი პოზიციიდან არც მათი უარყოფა შეუძლია.
მილერის თქმით, ვაშინგტონი თურქეთს მკაფიოდ ეტყვის, რომ ჰამასთან უწინდელი ურთიერთობა აღარ უნდა იყოს. მილერმა დასძინა, რომ ჰამასის ზოგიერთი ლიდერს აშშ-ში ბრალდებები აქვს წაყენებული და ისინი ვაშინგტონს უნდა გადასცენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული