ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ როცა მართალი ხარ – ნინო ფოჩხუა

ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ როცა მართალი ხარ – ნინო ფოჩხუა
ნინო ფოჩხუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს სამოქალაქო სარჩელი და „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა.
„დღეს ბიძინა ივანიშვილის სარჩელი გიორგი ბაჩიაშვილის 9000 ბიტკოინის დაბრუნების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ოპოზიციური მედია აუცილებლად აიტაცებს ამ თემას, ბაჩიაშვილს უკანონოდ დაჩაგრულად გამოაცხადებს და ივანიშვილს გამომძალველად.
ამდენი მაგალითის ფონზე ივანიშვილის ბიოგრაფიიდან, ან როდის გამოუძალავს ვინმესთვის ფული ან ქონება და როდის წაუგია რომელიმე სასამართლო, მითუმეტეს ახლა, როცა მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, როგორ ფიქრობთ შეიტანდა სარჩელს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ? ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ როცა მართალი ხარ, ვურჩევ მელაძეებს და გრიგოლიებს ნუღარ შეიწუხებენ თავს ერთდღიანი ტყუილებით. სამართალმა კი პური ჭამაო, ნათქვამია.“- წერს ნინო ფოჩხუა.
ამ თემაზე:
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა

ასევე დაგაინტერესებთ

სავარაუდოდ ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა

გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს