“არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე” – მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თავისი სისხლის სამართლის საქმეზე იკითხება გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ის ჩვენებას აძლევს სხდომის დარბაზში ბრალდებულებისთვის განკუთვნილი შუშებიანი ჯიხურიდან. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მზია ამაღლობელი სხდომათა დარბაზში დაკითხულიყო.
გამოცემა “ბათუმელების” ლაივბლოგის მიხედვით, მზია ამაღლობელმა თქვა:
„ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას.
მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.
პროფესიულ-კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს.
ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი არ გამოიძია.
ვინმე დგებუაძემ (ირაკლი დგებუაძე, ს პოლიციის უფროსი, ვისთვის სილის გაწვნის გამოცაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე მზია ამაღლობელის მიმართ. რედ.) დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“.
მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ევროკავშირის, დანიის, შვედეთის, სა და საფრანგეთის საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) წარმომადგენლები.
დღევანდელი, 14 ივლისის სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა ასევე ადვოკატების მიერ წინა სხდომაზე დაყენებული ორი შუამდგომლობა, გამოკითხულიყვნენ “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი და სადავო პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი – სადავო პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების ნაწილი.
ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, „ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მტკიცებით ფორმაში მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით. სასამართლომ უნდა მოგვცეს საშუალება, გამოვიკვლიოთ საიდან აქვს ინფორმაცია ირაკლი ს, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა დაკვეთით და რა იყო მისი მოტივაცია“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი კობახიძეს, სა და ასევე სოზარ სუბარს. მისი ადვოკატების ცნობით, ამაღლობელმა 7 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამ სამი პოლიტიკოსის მიერ სხვადასხვა დროს მედიაში ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.
ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა და მოგვიანებით სხვა პოლიტიკოსებმაც გაიმეორეს, რომ “მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის,” და “კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს. თვალის რქოვანას დაავადება 4 თებერვალს კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%”.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ