ამერიკულ ლატარიაში ჯეკპოტი დღეს $1.15 მილიარდს აღწევს

ახალი წლის წინ, 27 დეკემბერს შეერთებული შტატების ერთ-ერთი ლატარიის ჯეკპოტმა $1.15 მილიარდი შეადგინა. გამართლების შემთხვევაში, “მეგა მილიონის” იღბლიანი მოთამაშე, შესაძლოა დღეს მულტიმილიონერი გახდეს.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხაა, რომელიც ამერიკაში თამაშდება. “მეგა-მილიონის” თითო ბილეთი სულ $2 ღირს. თუმცა, სტატისტიკურად, მოგების შანსი მხოლოდ ერთია 302,575,350-ში. ლატარიის ბილეთები ამერიკის 45 შტატში, კოლუმბიის ოლქში და ვირჯინიის კუნძულებზე იყიდება.
ყველაზე დიდი თანხა ამერიკაში 2022 წლის 7 ნოემბერს გათამაშდა. მაშინ კალიფორნიაში მცხოვრებმა ამერიკელმა $2.04 მილიარდი მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!