Nestle-ს ტორონტოს ქარხნის მუშები გაიფიცნენ

ტორონტოში, Unifor-ის პროფკავშირის 460-ზე მეტი წევრი, რომლებიც ადგილობრივ Nestle შოკოლადის ქარხანაში მუშაობენ, ახალი სამუშაო ხელშეკრულების პირობებით უკმაყოფილების გამო გაიფიცნენ. ამის შესახებ Canadian Press წერს.
აქციის მონაწილეები საპენსიო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და უარს ამბობენ ხელფასების ინდექსაციის ორწლიან გაყინვაზე.
ქარხანა აწარმოებს Kit Kat, Aero და Coffee Crisp შოკოლადის ფილებს, ასევე Smarties შოკოლადის ჟელეს მარცვლებს. Nestle-ს წარმომადგენლების თქმით, გაფიცვა ამ საქონლის მაღაზიებში მიწოდებაზე არ იმოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ