G-7-ის ქვეყნები ირანს შედეგებით დაემუქრნენ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შემთხვევაში

„დიდი შვიდეულის“ (G7) ჯგუფის ქვეყნებმა პარასკევს, 15 მარტს გააფრთხილეს ირანი, რომ სთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება დასავლეთის მხრიდან “მნიშვნელოვან” საპასუხო ზომებს გამოიწვევს.
“თუ ირანი დაიწყებს ბალისტიკური რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მიწოდებას რუსეთისთვის, ჩვენი პასუხი იქნება სწრაფი და კოორდინირებული, მათ შორის მნიშვნელოვანი ახალი ანტიირანული ზომების ჩათვლით”,–განაცხადეს ერთობლივ განცხადებაში -ა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, კანადამ, იტალიამ, გერმანიამ და იაპონიამ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი საპასუხო ღონისძიება შეიძლება იყოს ფლაგმანი ირანული ავიაკომპანია Iran Air-ის ფრენების აკრძალვა ევროპაში.
ეს გაფრთხილება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანმა 400 ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გადასცა მოსკოვს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მათ ჯერ არ აქვთ კონკრეტული მონაცემები, რომლებიც დაადასტურებენ ირანული რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ თეირანი ამის გაკეთებას აპირებს. გასულ კვირას, ირანის მისიამ გაეროში განაცხადა, რომ რუსეთში იარაღის ექსპორტისთვის სამართლებრივი დაბრკოლებები არ არსებობს, მაგრამ თეირანი ამგვარი ნაბიჯისგან თავს იკავებს “მორალური” მოსაზრებებისა და “ომის გაღვივების“ სურვილის უქონლობის გამო.
ირანმა თავდაპირველად უარყოფდა რუსეთისთვის დამრტყმელი დრონების გადაცემას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ში შეჭრის დროს რუსეთის მიერ მათი გამოყენების მტკიცებულება გამოჩნდა, თეირანმა გამოაცხადა, რომ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების “მცირე რაოდენობა” უკრაინაში ღია შეჭრის დაწყებამდე გადასცა.